პროფესიული განათლების ფესტივალი მარნეულში

04/17/2016
Municipality of Marneuli-ის მიერ

პროფესიული განათლების ფესტივალი მარნეულში
დღეს, მარნეულის ა.ა.ი.პ „კულტურის ცენტრში“ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა.
აღნიშნული ფესტივალის მიზანს პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და პროფორიენტაცია წარმოადგენდა.
ღონისძიების ფარგლებში, კერძო კოლეჯებმა საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტების, პოსტერებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების საშუალებით წარადგინეს.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, მარნეულის ადგილობრივი რესურსცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და კოლეჯების შესახებ.
ვრცლად იხილეთ: http://marneuli.ge/…/1053-%E1%83%9E%E...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან