ესტონეთი ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეუშვებს
ესტონეთი 18 აგვისტოდან რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ტურისტული ვიზების გაცემას შეწყვეტს. შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც ესტონეთის ხელისუფლებამ ერთი კვირის წინ მიიღო, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ქვეყანაში შესვლა აეკრძალება რუსეთის იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც ესტონეთის საკონსულოს მიერ გაცემული შენგენის მოქმედი ვიზა აქვთ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ასეთია რუსეთის 50 ათასამდე მოქალაქე. „ჩვენ შევზღუდავთ შენგენის ყველა ვიზას, რომელიც ამჟამად მოქმედია, ჰუმანიტარული და ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებული მიზნებით გაცემული ვიზების გარდა“, – განუცხადა „როიტერს“ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ. მისი თქმით, მთავრობა განიხილავს რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ესტონეთ-რუსეთის საზღვრის მთლიანად დახურვას. გამონაკლისი იქნება დაშვებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ესტონეთში ყოფნის ვადა ერთი წლით გაახანგრძლივონ. ყოველდღიურად, ესტონეთში რუსეთის 2 500 მოქალაქე გადადის, მათი დაახლოებით ნახევარი შენგენის ვიზით მოგზაურობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ესტონეთი 18 აგვისტოდან რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტულ ვიზ...
Euronews Georgia
ესტონეთი
ორჯერ ორი - Orjer ori
ესტონეთი
თავდაცვის სამინისტრო
ესტონეთი - საქართველო, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩ...
პირველი არხი სპორტი
ესტონეთი - ნარჩენების მართვა
Inga Gvasalia
ესტონეთი საქართველოსთან საზღვარს ხსნის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ესტონეთი - საქართველო 1:1 | Estonia - Georgia 1:1 | 27.05.20...
Pinturicch10
ესტონური გამოცდილება - ინოვაციური სწავლება
UNICEF Georgia