შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის პრევენციის მიზნით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 5-17 თებერვალს სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი “კალაშნიკოვი”, 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 6 პისტოლეტი, 3 სანადირო თოფი, 2 ე.წ. აბრეზი, 602 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა და 6 მჭიდი. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, პასუხისგებაში 15 პირი მიეცა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით -ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარუდგინეს პოლიციას. სულ ჩაბარებულია: 3 გადაჭრილი სანადირო თოფი, 19 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი, სხვადასხვა სახის იარაღისთვის განკუთვნილი 258 ვაზნა და ერთი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან. Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბრძოლო მასალის შენახვის ბრალდ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დანაშაულის პრევენციის მიზნით, აგ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
9
თბილისში დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძო...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპოლიციო კონტროლის შედეგად, 870 ფაქტი გამოვლინდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შეხვედრა არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულებთა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო