აქცია-მსვლელობა თბილისში

20.04.2024 01:37

ცოტა ხნის წინ კი რესპუბლიკის მოედნიდან ქალთა აქცია-მსვლელობა მოეწყო. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან და ამ ფორმით გამოხატავენ მხარდაჭერას იმ ახალგაზრდული ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საპროტესტო გამოსვლას პარლამენტთან ისევ აპირებენ. მსვლელობა სახელწოდებით „ქალები ვირჩევთ ევროპას – არა რუსულ კანონს“ რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და საკანონმდებლო ორგანოსთან გრძელდება, სადაც შეკრებილები საღამოს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: