DECIBEL - წარმოსახვითი სამყარო (prod. by syvl)

05/15/2022
Underdog Network-ის მიერ

Prod. by syvl
https://syvlsounds.com
Mixed/Mastered by DECIBEL

მეორე ტრეკი DECIBEL-ის დებიუტური ალბომიდან \"კრიტიკული თვალი\".
ალბომი -    • DECIBEL - კრიტიკული თვალი (სრული ალბო...  

Lyrics:
თქვენი წარმოსახვითი სამყარო ინგრევა,
საღებავი, კრასკა თუ კედლიდან მარტივად იშლება,
ხის საყრდენი ბოძი ჭკნება, აღარ იცდის დრო,
ფანჯარა ჩამტვრეული და ყველამ იცის რომ,

ხელს თუ არ გაანძრევ, არ მიხედავ შენს საქმეს,
წამიც არ გავა და ვიღაცა სხვა ჩაგანაცვლებს,
ეგრეა, დაუნდობელი რეალობა,
ორი წამით თვალს მოხუჭავ და ქრება ნდობა.

მე არ მინდოდა რამის თქმა, რადგან
რამე არ მეწყინა მაგრამ
რას ვიზამთ ასეა მართლა.

მე არ მინდოდა რამის თქმა, რადგან
რამე არ მეწყინა მაგრამ
რას ვიზამთ ასეა მართლა.

თქვენი წარმოსახვითი სამყარო ინგრევა,
საღებავი, კრასკა თუ კედლიდან მარტივად იშლება,
ხის საყრდენი ბოძი ჭკნება, აღარ იცდის დრო,
ფანჯარა ჩამტვრეული და ყველამ იცის რომ,

ხელს თუ არ გაანძრევ, არ მიხედავ შენს საქმეს,
წამიც არ გავა და ვიღაცა სხვა ჩაგანაცვლებს,
ეგრეა, დაუნდობელი რეალობა,
ორი წამით თვალს მოხუჭავ...


წლებია ვიკვლევ ჩემს თავს,
ისინი მელოდებიან, როგორც თოვლს ბავშვი.
მეორე მხარე ირტყამს,
სხვის წარმატებაზე აგურს თავში.

მე ვერ გამაჩერებს ვერცერთი სისტემა,
ჩამაგდე კორეაში - იქაც დავწერ სიმღერას,
სადმე უცებ ვიპოვი დიქტაფონს,
ხმა ბოლომდე, რადგან ვებრძოლო დიქტატორს.

Tik-Tok, ტიკ-ტაკ, დრო სად მიგაქვს,
შენთვითონაც ვერ ხვდები,
დღე და ღამე მხოლოდ სქროლვით ყლევდები და ბერდები,
ერთხელაც შენ გაიღვიძებ - ცხოვრებას დანებდები.

ნუთუ ეს არის ვინც გინდა რომ იყო?
შიმპანზე განვითარებული ცერით.
არადა თქვენნაირებს რომ ჰკითხო,
გეტყვიან, რომ კვდებიან წერით.

დრო დადგა, რომ გაახილო თვალი,
გამბიტის პაიკი ხარ და ეს არის შენი ბრალი,
გინდა, რომ შეცვალო სამყარო, თუ სამყარომ შენ?
მომბაძე - rattleback style, ვაკეთებ ჩემს საქმეს.

ეს არის საბრძოლო ველი,
წიგნი, საღი აზროვნება ერთადერთი ჩემი
იარაღი, იმისთვის რომ გავიკვლიო გზა
შენთვითონ აირჩიე ვინ გინდა რომ იყო, მაშ.