პოლონეთში ძარცვაში ბრალდებულ ქართველებს ეძებენ
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ბანკის დაყაჩაღების საქმეზე პოლიცია ქართული ორგანიზებული დანაშაულის კვალს იძიებს. პოლონური მედია საქმის გამომძიებლებზე დაყრდნობით წერს, რომ ოთხი მამაკაცი ერთმანეთს აღმოსავლური აქცენტით ესაუბრებოდა და ისინი სავარაუდოდ ქართველები არიან. თავდაპირველად თავდამსხმელები ბადრაგს დანით დაესხნენ თავს, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, დაცვის თანამშრომელს თავში ჩაარტყეს, რომელიც ძირს დაეცა. ბადრაგმა თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნა და ათამდე ტყვია ესროლა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი დაჭრილია. სამართალდამცველები მიმართავენ საავადმყოფოებს, სასწრაფოდ აცნობონ პოლიციას პაციენტის ნებისმიერი საეჭვო დაზიანებების შესახებ. თავდამსხმელები ადგილიდან ავტომობილით მიიმალნენ, რომელიც მიატოვეს და სხვა ავტომობილით გაიქცნენ. პოლიციამ უკვე დაადგინა, რომ ავტომობილის მფლობელი ვარშავის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი ქალაქის მკვიდრია. მას მანქანა მოპარეს. ყაჩაღობის შედეგად ნახევარი მილონი პოლონური ზლოტია წაღებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის ამბავმა ნატოს წვ...
ამერიკის ხმა
გურამ ოდიშარია ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო...
culturegovge culturegovge
პოლონეთში გაუჩინარებულ ქართველს ეძებენ
Formula News
პოლონეთში ლგბტ მარშის წინააღმდეგ თავდასხმისთვის პოლიციამ 25...
Maestro Television
პოლონეთში პოლიციამ დააკავა 25 ადამიანი, რომლებიც თანასწორობი...
PalitraNews
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
TV IMEDI
პოლონეთში სალომე ზურაბიშვილს დახვედრის ოფიციალური ცერემონია...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster