ოთო გურგენიშვილი - მადრიდული დილა / Oto Gurgenishvili / Madriduli Dila

07/16/2013

მადრიდული დილა


მადრიდში გათენდა.
კაფეში შევდივარ ვუკიდებ ყალიონს,
ფილტვებში ნახშირით ვუხვდები ალიონს ... !

ხალხი კი არა სჩანს,
არ სჩანან ჩიტები ...
მხოლოდ მუსიკოსი --
ქვაფენილს მიკრული.

ქუჩური ჰანგებით --
ნაშოვნი გროშებით,
ნაყიდი არაყით --
ზაფხულის ქოშებით!

ბარმენს ვეკითხები:
დრო არის ?
ჯერ არა --
მაშ როდის?
ჯერ არა --
რომ დაგვიანდეს? --
დრო ითმენს,თქვენ არა!

ირგვლივ ჩამოვარდა ღამის სიჩუმე და
აფექტის საათი დამდგარა კაფეში.
მე კი მადრიდული დილა ვიჩუქე და --
ქარიზმა გავახვიე რითმების ნამქერში.

ჩამოჰკრა საათს,დაიწყო პარადი,
აი ამოძრავდა ქუჩებში მასა --
მე კი კაპუჩინო ძირამდის დავცალე
როგორც მუსიკოსის უგროშო კასა.

გათენდა მადრიდში -- გათენდა რა ხანია,
ქუჩაში მაესტრო გიტარას არ ტოვებს.
ბარმენს შევუკვეთე მადრიდის ლაზანია,
აკორდი ურტყამდა რიტმიან პანტომებს.

მე მოვრჩი ლაზანიას,
ანგარიშს მოვითხოვ ...
გარეთ ვიყურები --
მაესტრო მოგვითხრობს ...

მომრავლდა გროშები,
მომრავლდა ხალხი --
მაესტროს რიტმებში ერთვება ბახი!

ხალხი და მაესტრო,შეიკრა ზეცა,
მქუხარე მუსიკით ელდა რომ გვეცა.
გროშებმა მოიკლო,მაესტრო აღარ ჩანს,
თუმც აი გამოჩნდა: არაყი მოიმხო!

იეგან სენტიმოს --
იეგან ხენტე.
ელ რიტმო დე მაესტრო --
კამბია ლა მენტე.

დადუმდა გიტარა,
სურს სული დალიოს.
ბარმენი მეძახის --
Muchacho Adios !!!

  / otospoetry

ვიდეოები „ოთო გურგენიშვილი"-ისგან