Oto Gurgenishvili - Pardon et merci

24.08.2013 01:22

Pardon et merci - /ოთო გურგენიშვილი/ Official Poetry Page - https://www.facebook.com/OtosPoetry ტექსტი - Text საღამოს მთვრალი შევდივარ ბარში,ვითხოვ ტეკილას,ორმაგს,ყინულით.თავი მეღრევა ნერვების აშლით და ეს სმოკინგიც ნეგატიური მაწუხებს ძალზედ,მახრჩობს და მხუთავს.ყელზე მაჯდება ძარღვის ბურთები,მანდილოსანი ბართან ამ წუთას,დამიჯდა ზურგით და მეც ვბრუნდები. - დაღლილი სახით მთელი დღის დამღა მატყვია თვალთან,ოდნავ შეპარვით.ტეკილას ცქერით ყინულიც გალღვა,გულმა მიმტყუნა,გადავეკარი.ბარმენსაც დახლთან დაუდგამს შოუ სახელად:"The Full" შესცქერის ყველა,მე კი სმოკინგი მაცვია მეფურ გამოხედვით და როგორც პანტერა - დავდივარ ცქერით მასაში ხალხის,დავეძებ ბარში დაკარგულ ერთ ქალს ... - და ზღვა იმედი მიჩნდება ახლის,დახლზე ვაშენებ ყინულის ვერსალს. ვზივარ მე ასე,მთვრალი,დაღლილი,ვეიმედები საკუთარ განცდას რომ სახლში მივალ დღეს ან ხვალ დილით და რომ უფალთან სიტყვაც არ დამცდა - ამ სითავხედით გარყვნილი სულის,რომელიც ალბათ ტყვიასაც მესვრის.ამბიცია მაქვს ერთბაშად ნული - ვტოვებ რვა დოლარს,Pardon et merci.

გაზიარება: