სოსო ოსორაულის ოჯახის განცხადება


კონგოში ტყვედ ჩავარდნილი სოსო ოსორაულის ძმა ხელისუფლებისგან მისი ძმის საქმეში დახმარებას ითხოვს.
გიორგი ოსორაულმა საკუთარი სახსრებით ძმის მოძებნა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. იგი ამბობს, რომ კონგოს გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში იყო. მისი ინფორმაციით, სოსო ოსორაული ცოცხალია და კიდევ ერთ ტყვესთან ერთად ყავთ. გიორგი ოსორაული აცხადებს, რომ ძმის დასახსნელად საკუთარი სახსრები არასაკმარისია, და აუციელებელია სახელმწიფოს ჩართვა.
ოჯახმა ამ მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრთან ერთად საქართველოს მთავრობას გასულ კვირას მიმართა, თუმცა მათი თქმით, ჯერჯერობით არავინ დაკავშირებიათ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან