თბილისის მერი კახა კალაძე დღეს მეტროპოლიტენის მესამე ხაზის მშენებარე სადგურს Porta Metronia-ს ეწვია
რომში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი, კახა კალაძე დღეს რომის მეტროპოლიტენის მესამე ხაზის მშენებარე სადგურს - Porta Metronia-ს ეწვია, სადაც რომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დეტალებს და მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკას გაეცნო. რომის მეტროპოლიტენის მესამე, ე.წ. „მწვანე ხაზი“ ქალაქს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით კვეთს და უნიკალური მახასიათებლები აქვს, რადგან მისი მარშრუტი რომის ისტორიული და კულტურული ღირებულებებით გამორჩეულ არეალზე გადის. მშენებარე Porta Metronia, მოქმედ San Giovanni (სან ჯოვანი)-სთან ერთად, ე.წ. „არქეოლოგიური სადგურების“ პირველ მაგალითს წარმოადგენს, სადაც გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები იქნება წარმოდგენილი და მოქალაქეებს, მეტროთი გადაადგილებისას, ერთგვარად, დროში მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ. რომის მეტროპოლიტენის მესამე ხაზის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება. პროექტი 25,5 კმ-ზეა გათვლილი და მისი ღირებულება 3 მილიარდ 28 მილიონი ევროა. კახა კალაძესთან ერთად, რომის მშენებარე მეტროსადგური მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ დაათვალიერეს. #თბილისი #tbilisi #mikheilrobakidze #kikheilrobaqidze #misharobakidze #misharobaqidze #მიხეილრობაქიძე #კახაკალაძე
misha robaqidze-ის სხვა ვიდეოები
თბილისი. იშვიათი წიგნები და ალბომები. საღამო “ბუკი...
Тбилиси. Проспект Руставели и его окрестности. Хра...
90 იანი წლების თბილისი
მინიატურული მოდელების მაღაზია “მინიმა”. თბილისი. ტ...
Тбилиси. Вечерняя прогулка по городу. С Авлабара в...
თბილისი. ვაკე. ჭავჭავაძის 22 ნომერი. რა ხდება შუაღ...
Тбилиси. Авлабар- Ортачала- Крцаниси- Шиндиси- пар...
Тбилиси. Отель “WINE PALACE”. Оазис комфорта, уюта...
მსგავსი ვიდეოები
თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის მერი კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხ...
misha robaqidze
თბილისის მერი კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კონფერენციის შემდეგ ზუგდიდი უკომ...
Radio Atinati
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ ათი წელი - პრემიერის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ ათი წელი - პრემიერის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster