მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

28.06.2023 00:30

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, ინციდენტი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა. დაზიანებები მას სახის არეში აქვს მიყენებული და სამედიცინო გამოკვლევისთვის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფებოდა. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და დაწყებულია გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: