პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით დაიწყო პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით წარდგა თბილისის მერიის ბიგ-ბენდი. ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე ახალრეაბილიტირებულ პარკში კი მოქალაქეების განწყობაზე ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა იზრუნეს. კონცერტებს დედაქალაქის მერის მოადგილე დაესწრო და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება კულტურის სფეროს მხარდაჭერას ემსახურება. აღნიშნული პროექტი, დედაქალაქის მასშტაბით ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს. მომდევნო კონცერტი ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახალრეაბილიტირებულ პარკში დღეს, 20:00 საათზე ჩატარდება. მომავალი კვირიდან კი უკვე დაგეგმილია კონცერტების გამართვა „მზიურის“ პარკში, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მერიის პროექტი "თბილისის ცის ქვეშ " - რა კულტურული ღონისძიებ...
TV IMEDI
თბილისის მერიის პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ - მანანა მენაბდ...
Tbilisi City Hall Presscentre
პროექტის ,,თბილისის ცის ქვეშ'' ფარგლებში დედაქალაქს მომღერა...
TV IMEDI
იმედის დილა - 5 ივლისი, 2018 წელი
TV IMEDI
„დადგი შენი ქალაქი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის მერიის პროექტის, “თბილისის ცის ქვეშ”, ფარგლებში დათ...
Music Box
თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ" ფარგლებში ქათამ...
Music Box
გალა-კონცერტის გენერალური რეპეტიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster