იაფი მედიკამენტების ხელმისაწვდომობა

15.06.2022 03:00

თურქეთიდან წამლების იმპორტში შექმნილი შეფერხებები ამ ეტაპზე აღმოფხვრილია. აფთიაქებში ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების დეფიციტი იყო, თუმცა ამ დროისთვის მარაგები უკვე შეივსო. ბოლო მონაცემებით, თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ საქართველოში 400-ზე მეტი დასახელების პრეპარატია შემოტანილი. ჯანდაცვის სამინისტროს გეგმაა, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდეს. საკმაოდ დიდია დანაზოგიც - თურქული დაბალფასიანი მედიკამენტების შეძენით მოქალაქეებს ოთხ თვეში 51 მილიონით ნაკლები თანხა აქვთ გადახდილი.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: