დებატები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე


პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა. საქმე მედიაში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისა და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, დათო ცუხიშვილის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას ეხება.

საპარლამენტო უმცირესობა ჩანაწერის გავრცელების შემდეგ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების აუცილებლობას ხედავს.

ბიუროს სხდომაზე სერგი კაპანაძე დაინტერესდა, გეგმავს თუ არა ამ საუბრის ჩანაწერის გავრცელების შემდეგ „ქართული ოცნება“ პარლამენტის ღირსების მუნდირის დაცვას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიას განცხადებით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს „ქართული ოცნება“ მძევლად ჰყავს აყვანილი.

დეპუტატებს ირაკლი კობახიძემ უპასუხა. პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი სპექტაკლი წარუმატებლად დასრულდა და ახლა შეთავაზებული მეორე სპექტაკლიც წარუმატებლად დასრულდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან