დაკავება მუქარის ბრალდებით


სამართალდამცველებმა, მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 32 წლის მამაკაცი, თბილისში აიყვანა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ბინის დაქირავების მიზნით, ტელეფონით ერთ-ერთ მოქალაქეს დაუკავშირდა, რა დროსაც ბინის მფლობელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამავე დღეს განხორციელებული სატელეფონო საუბრისას დაკავებული, მოსაუბრეებს გაეცნო როგორც პოლიციის თანამშრომელი ლევან მაისურაძე და ბინის მფლობელებს მისი სახელით დაემუქრა. გამოძიება მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან