Georgian Prime Minister visits New Zealand (part2)
2011 წლის 29 სექტემბერი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ახალ ზელანდიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრს ჯონ კეის (John Key), პარლამენტის სპიკერს ლოკვუდ სმითს (Lockwood Smith), საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერს ფილ გოფს (Phil Goff), იუსტიციის და შსს მინისტრებს შეხვდა. საქართჳელოს პრემიერ-მინისტრის და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს ზელანდიურმა მხარემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა. განიხილა ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო ეკონომიკური ურთიერთობები. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოსადმი დიდი ინტერესი გამოდატა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება. მომავალში ზელანდიის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა რაგბის ნაკრებების მაისურები გაცვალეს, ზელანდიის პრემიერმა ქართველ ბორჯღალოსნებს გამარჯვება უსურვა. აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საპატიო სტუმრის სტატუსით რაგბის მუზეუმის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. „საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის ორმხრივი ურთიერთობები განვიხილეთ. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ახალი ზელანდიის მხრიდან. ამ რეგიონში რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი გვყავს, მათ შორის ახალი ზელანდია. უახლოეს დღეებში დამკვირვებლების სტატუსით წყნარი ოკეანის ფორუმზე გაწევრინებას ვაპირებთ. ასევე, ქართველ მორაგეებს გუშინდელი გამარჯვება მინდა მივულოცო," - განაცხადა ნიკა გილაურმა. website - http://government.gov.ge/ website - http://georgia.gov.ge/ Nika Gilauri on Facebook - / nikagilauri Nika Gilauri on Flickr - http://www.flickr.com/photos/nikagila... Nika Gilauri on Twitter - http://twitter.com/#!/NikaGilauri Nika Gilauri on myvideo.ge - http://www.myvideo.ge/government/
Nika Gilauri-ის სხვა ვიდეოები
04:42
ნიკა გილაური. ინტერვიუ Bloomberg--თან 12.04.2011
02:01
ნ.გილაური და წარმატებული სკოლები
02:58
ნიკა გილაური 24.05.2011
01:01
Georgian Prime Minister visits New Zealand
01:55
Standard \u0026 Poor's რეიტინგი
01:00:24
Prime Minister's video conference on Facebook
05:45
მასწავლებლების სერტიფიცირება
მსგავსი ვიდეოები
Georgian Prime Minister visits New Zealand
Nika Gilauri
ღარიბაშვილის ვიზიტი ხაშურში | Gharibashvili's visit to Khash...
netgazeti ge
President's address to Georgian youth / პრეზიდენტის მიმართვა...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ნიკა გილაური უნგრეთში
Nika Gilauri
Meetingn Prime Minister of Albania | შეხვედრა ალბანეთის პრემ...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
საქართველოს პრეზიდენტი / The President of Georgia
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
The President of Georgia / საქართველოს პრეზიდენტი
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
„Heritage Foundation”-თან შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა საქ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო