Georgian Prime Minister visits New Zealand

28.09.2011 01:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ახალ ზელანდიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერს და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერს შეხვდა. ზელანდიის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის საზეიმო ცერემონია შედგებოდა ტრადიციული და სამხედრო კომპონენტებისგან. საქართჳელოს პრემიერ-მინისტრის და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს ზელანდიურმა მხარემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა. განიხილა ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო ეკონომიკური ურთიერთობები. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოსადმი დიდი ინტერესი გამოდატა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება. მომავალში ზელანდიის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა რაგბის ნაკრებების მაისურები გაცვალეს, ზელანდიის პრემიერმა ქართველ ბორჯღალოსნებს გამარჯვება უსურვა. აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საპატიო სტუმრის სტატუსით რაგბის მუზეუმის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. website - http://government.gov.ge/ website - http://georgia.gov.ge/ Nika Gilauri on Facebook -   / nikagilauri   Nika Gilauri on Flickr - http://www.flickr.com/photos/nikagila... Nika Gilauri on Twitter - http://twitter.com/#!/NikaGilauri Nika Gilauri on myvideo.ge - http://www.myvideo.ge/government/

გაზიარება: