ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერანტორის მოადგილესთან, დავით კოდუასთან, ზუგდიდის მერთან ლაშა გოგიასთან, კულტურულის მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორთან ნიკოლზ ანთიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას დაესწრო. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე წარიმართება, რომელიც 1 წლის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ მომზადდა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა. პროექტირების სამუშაოებს ბაზისად დაედო წერილობით წყაროებზე დაყრდნობით სააგენტოს მიერ პარკის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველადი არქეოლოგიური კვლევა, რომლის შედეგადაც უკვე გამოვლენილია ისტორიული არქიტექტურული ნაგებობების ნაშთები და სხვადასხვა არტეფაქტები. საპროექტო დოკუმენტმა მოიცვა ბოტანიკური ბაღის დენდროლოგიური შესწავლაც. 2 წლის წლის წინ ბათუმის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების მიერ აღინუსხა ადგილზე წარმოდგენილი უნიკალური წარმოშობის ყველა ნარგავი. გამოვლინდა სანიტარულ ჭრას დაქვემდებარებული ხეებიც. ზურაბ ალავიძის განცხადებით, ათეული წლებია ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ფართო საზოგადოება სულმოუთმენლად ელოდება. ,,მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მიმართულებით, უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ზუგდიდს განახლებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობილი ბოტანიკური ბაღი ექნება’’- განაცხადა ზურაბ ალავიძემ. მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენის თავლსაზრისით, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და შექმნის დამატებით იმპულსს რეგიონში ინვესტიციების მოსაზიდად. ზურაბ ალავიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე ინარჩუნებს ბოტანიკურ ბაღში დაცულ იშვიათ მცენარეებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განხორციელებს. #რეგიონები2018 #სამეგრელო2018 #ზუგდიდი2018 #ბოტანიკურიბაღი2018 #ინფრასტრუქტურა ნაკლების ნახვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია-ის სხვა ვიდეოები
04:59
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია გარემოვაჭ...
01:09
ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას კომენტარი გარემოვაჭრეებ...
03:41
2016 წელს განხორციელებული პროექტები
03:25
ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ქუჩები გარემოვაჭრეთა დ...
01:58
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვე...
01:31
გამგეობის ჯანდაცვის პროგრამები
05:06
განხორციელებული პროექტები
მსგავსი ვიდეოები
ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო.
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალური განვითარების ფონდის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასრულებული...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო
Radio Atinati
2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო
sopo xubulava
"ოცნების" მერობის კანდიდატების დაპირებები სამეგრელოს მოსახლე...
Radio Atinati
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია წელს ზაფხულში დასრულდ...
ინფრასტრუქტურის სამინისტრო