გამოფენა სამხატვრო აკადემიაში
1 მარტს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „პორტრეტები აკადემიის ფონდიდან". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნიდან დღემდე შესრულებული უნიკალური ნამუშევრები. გამოიფინა გიგო გაბაშვილის, ლონგოს, მოსე თოიძის, აპოლონ ქუთათელაძის, ქეთევან მაღალაშვილის, ლევ ბაიახჩევის, მიტო ხახუტაშვილის, კოკი მახარაძის პორტრეტები, ასევე, დიმიტრი ერისთავის, გიორგი გეგეჭკორის, ზურაბ გაბუნიას, ოლეგ ტიმჩენკოს, გია ლორიას, ლალი ზამბახიძის, ლელა ტაბლიაშვილის, ზურაბ სამხარაძის, ლორეტა შენგელია-აბაშიძის ნამუშევრები. სამხატვრო აკადემიის ფონდში დაცული კოლექციიდან შერჩეული პორტრეტები პირველად გამოიფინა ფართო საზოგადოების წინაშე და შევიდა კატალოგში, რომელსაც სამხატვრო აკადემია გამოსცემს. ექსპოზიციას მუსიკალურად აფორმებდა კვარტეტი "თბილისი". გამოფენა გახსნა სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინა კლდიაშვილმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ მარინე მიზანდარმა, მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა და მინისტრის მრჩევლებმა გიორგი გეგეჭკორმა, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ. ექსპოზიცია აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ორ კვირას გასტანს. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გამოფენა სამხატვრო აკადემიაში/დღის ვლოგი/სამხატვრო/ანი გემაზ...
GMZA TV
თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიაში სალომე ქობულაშვილის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოფენა-პერფორმანსი სამხატვრო აკადემიის მუზეუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პორტრეტები აკადემიის ფონდიდან
culturegovge culturegovge
„მხატვრები უკრაინისთვის“ - სამხატვრო აკადემიაში 15-16 აპრილს...
TV IMEDI
საქველმოქმედო გამოფენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამხატვრო აკადემიის გადარჩ...
culturegovge culturegovge
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამხატვრო აკადემიის გადარჩ...
culturegovge culturegovge