თბილისში თამბაქოს კონტროლის შესახებ ფორუმი იმართება


თამბაქოს კონტროლის შესახებ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმის მეორე დღე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. ირაკლი კობახიძემ საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის მიღებისა და მისი განხორციელების შესახებ ისაუბრა.

ფორუმს 15-მდე ქვეყნის პარლამენტების დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებები გაუზიარეს.

უცხოელმა დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში ამ მხრივ არსებული პრაქტიკა, განსაკუთრებით კი ის, რომ მოწევა დახურულ სივრცეებში აკრძალულია.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში იგეგმება იმ მედიკამენტების ფასების შემცირება, რომელიც ადამიანს მოწევის დანებებაში უწყობს ხელს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან