აფეთქებას ბოჭორმის ქუჩაზე სამი ადამიანი ემსხვერპლა
სამი დაღუპული და სამი დაშავებული, - თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ასევე უწყების თანამშრომელია ორი დაშავებული პირი, კიდევ ერთი დაშავებული კი მაღაზია „ბეთლგრაუნდში“ მუშაობდა. სწორედ ამ დაწესებულებაში იყო განთავსებული სასროლეთი, სადაც აფეთქება მოხდა. სამივე მათგანი მრავლობითი დაზიანებებით დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობის კურსს. ექიმის ინფორმაციით, მათგან ერთი რეანიმაციაში, ორი კი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. აფეთქება ბოჭორმის ქუჩაზე დაახლოებით დღის 12:00 საათისათვის მოხდა. შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის დაუდგენელია. გამოძიება ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. საპოლიციო მოქმედებები ბოჭორმის 12 ნომერში ჯერ ისევ გრძელდება. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აფეთქება ბოჭორმის ქუჩაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსხვერპლი და დაშავებულები სასროლეთში აფეთქების შედეგად
Formula News
წინასწარი ინფორმაციით, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება გაზის გაჟონვ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
რა ხდება ქვეყანაზე? - #პოლიტიკის5წუთი: 7 აპრილი
Business Media Georgia
ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდა...
TV IMEDI
2 დაღუპული და 4 დაშავებული | ბოლო ცნობები ბოჭორმის ქუჩაზე მო...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
აფეთქება და მსხვერპლი თბილისში | მომხდარის ვერსიები და ბოლო...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
აფეთქებას გადარჩენილი დასახლება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster