მორიგი სკანდალური ჩანაწერი "ომეგა ჯგუფის" საქმეზე
"ომეგა ჯგუფის" საქმეზე მედიაში მორიგი სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა. აუდიოფაილი ორი პირის საუბარს მოიცავს. ესენი, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და "ომეგა ჯგუფის" მენეჯერი არიან. საუბარი "ომეგა ჯგუფის" 30-მილიონიანი დავალიანების რესტრუქტურიზაციას ეხება. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ხუთი ავტომობილის გადაფორმებას ითხოვს და ამბობს, რომ ორი მანქანა ორ მინისტრს უნდა გადასცეს. ჩანაწერში ისმის ფინანსთა მინისტრების გვარები - დიმიტრი ქუმსიშვილი და ნოდარ ხადური. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, საკითხით მთავარი პროკურატურა დაინტერესდა. უწყებაში აცხადებენ, რომ "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით, გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ამ ჩანაწერის შესწავლა სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოხდება. რაც შეეხება ჩანაწერის ფიგურანტებს, "მოამბე" ნოდარ ხადურს ესაუბრა. ფინანსთა ყოფილი მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ჩანაწერი ავთენტური არ არის. მისი განცხადებით, თუ დადასტურდა გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა, ლევან ყიფიანს შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი მიიჩნევს, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ჩანაწერში მისი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვისაა გამოყენებული. ლევან ყიფიანის პოზიცია დღეს მისმა ადვოკატმა დააფიქსირა. "ომეგა ჯგუფის" საქმეზე მორიგი ჩანაწერი დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მორიგი აუდიოჩანაწერი ,,ომეგა ჯგუფის“ საქმეზე
MediaNews.Ge GeorgianNewsAgency
ომეგა ჯგუფის საქმე - რუსთავი 2-მა მორიგი აუდიო ჩანაწერი გაავ...
PalitraNews
“ომეგა ჯგუფისა“ და მისი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მორიგი...
Omega Group
“ომეგა ჯგუფისა“ და მისი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მორიგი...
OGT
"ომეგა ჯგუფის" საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
TBC ბანკი ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს პასუხობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მინისტრებისთვის ძვირადღირებული მანქანების გამოძალვა კურიე...
MediaNews.Ge GeorgianNewsAgency
იუსტიციის სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster