მორიგი სკანდალური ჩანაწერი "ომეგა ჯგუფის" საქმეზე
09/21/2018
\"ომეგა ჯგუფის\" საქმეზე მედიაში მორიგი სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა. აუდიოფაილი ორი პირის საუბარს მოიცავს. ესენი, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და \"ომეგა ჯგუფის\" მენეჯერი არიან. საუბარი \"ომეგა ჯგუფის\" 30-მილიონიანი დავალიანების რესტრუქტურიზაციას ეხება. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ხუთი ავტომობილის გადაფორმებას ითხოვს და ამბობს, რომ ორი მანქანა ორ მინისტრს უნდა გადასცეს. ჩანაწერში ისმის ფინანსთა მინისტრების გვარები - დიმიტრი ქუმსიშვილი და ნოდარ ხადური.
ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, საკითხით მთავარი პროკურატურა დაინტერესდა. უწყებაში აცხადებენ, რომ \"ომეგა ჯგუფთან\" დაკავშირებით, გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ამ ჩანაწერის შესწავლა სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოხდება. რაც შეეხება ჩანაწერის ფიგურანტებს, \"მოამბე\" ნოდარ ხადურს ესაუბრა.
ფინანსთა ყოფილი მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ჩანაწერი ავთენტური არ არის. მისი განცხადებით, თუ დადასტურდა გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა, ლევან ყიფიანს შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი მიიჩნევს, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ჩანაწერში მისი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვისაა გამოყენებული.
ლევან ყიფიანის პოზიცია დღეს მისმა ადვოკატმა დააფიქსირა. \"ომეგა ჯგუფის\" საქმეზე მორიგი ჩანაწერი დღეს ტელეკომპანია \"რუსთავი 2\"-მა გაავრცელა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.