17 მაისის მოვლენების შესახებ.

25.05.2013

17 მაისი, 2013, 15:30 - 16:25 წამყვანი: ინაშვილი კოტე სტუმარი: ყოფილი პარლამენტარი, პოეტი ოთარაშვილი ვაჟა, პუბლიცისტი, მხეიძე დავითი - ავღანეთში იღუპებიან ჩვენი ბიჭები და ამის საპატივცემულოდ ესენი აქ გეი პარადს მართავენ ქაშუეთის ეკლესიიდან 30 მეტრში, სადაც ჩვენი ბიჭები იყვნენ დასვენებულები. ეს ხომ შეურაცხყოფაა?! - ვერასდროს ვერავინ უნდა გაბედოს ის, რომ საქართველოს თავს მოახვიოს ანტიქართული იდეოლოგია. - ასეთი ხალხი ადრეც იყო, მაგრამ რცხვენოდათ თავისი საქციელის, ახლა კი აღარ რცხვენიათ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისინი დიდი თანხებით ფინანსდებიან. - როგორც ყოველთვის პატრიარქის განცხადება არ იღეს ყურად. ამიტომ რიგით მამაოებს მოუხდათ რუსთაველის გამზირზე გამოსვლა და მრევლის გამოყვანა.

გაზიარება: