„ბინძური ბომბის“ საფრთხე - მუქარა აკრძალული იარაღით
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები უკრაინაში მიემგზავრებიან. რამდენიმე საათში დაიწყება იმ ორი ობიექტის შესწავლა, სადაც რუსეთის მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლება ე.წ. ბინძურ ბომბებს ამზადებს და ბოლო სტადიის სამუშაოებს ატარებს. ისნპექტირება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მოსკოვის მხრიდან კიევის მისამართით ახალი ბრალდება გაისმა. ბოლო პერიოდში რუსი მაღალჩინოსნები თითქის ყოველდღე იმეორებენ, რომ კიევი რადიოაქტიური ნივთიერებებით გაძლიერებული მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას და შემდეგ რუსეთისთვის დაბრალებას გეგმავს. ამერიკა და ევროპა მოსკოვის ამ განცხადებებს სიცრუედ აცხადებენ, ისევე როგორც უკრაინა, რომლის ხელისუფლებამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საკუთარი ობიექტების დამოუკიდებლად გადამოწმება თავად სთხოვა. კიევი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული თავდასხმისთვის თავად ემზადება. მართალია, ვალდაის სამიტზე პუტინმა გუშინ ბირთვული იარაღის გამოყენებას პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით უაზრო ნაბიჯი უწოდა, თუმცა ვაშინგტონს მოსკოვის მაინც არ სჯერა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბირთვული მანევრები: პუტინმა კიევი „ბინძური ბომბის“ შექმნის მ...
Euronews Georgia
#მოამბე 21 საათზე, 28 ოქტომბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯო ბაიდენის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენტონი ბლინკენის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ბინძური ბომბი" - ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი
Euronews Georgia
რა არის "ბინძური ბობი" და როგორ მუშაობს ის?
ამერიკის ხმა
ბირთვული და "ბინძური" ბომბები - მუქარა და რეალობა
ამერიკის ხმა
გამოიყენებს თუ არა პუტინი ე.წ. ბინძურ ბომბს
მთავარი არხი • Mtavari Arkhi