სტიქია კახეთში


სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან გურჯაანში. უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებია დატბორილი. სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ჩუმლაყსა და ახაშენში 70-80 პროცენტით გაანადგურა ხეხილის ბაღები, ვენახები და ბაღჩეული კულტურები. ადგილობრივები ამბობენ, რომ გარგარის, ატმისა და ვაშლატამას მოსავალი თითქმის განახევრდა. მათ თქმით, სეტყვის შედეგად დაზიანებული ხილის რეალიზება და შესაბამისად, მოსავლის მოსაყვანად აღებული კრედიტის გადახდა გაუჭირდებათ. ფერმერების უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა, ამის მიზეზად სადაზღვევო კომპანიების მიმართ უნდობლობას ასახელებენ. სტიქიით დაზარალებულ სოფლებში დილიდან მუშაობს გურჯაანის მერის სპეციალური კომისია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან