საკონსტიტუციო ცვლილებები

2021-12-03 00:00:00

პოლიტიკური დღის წესრიგის ახალი თემა ერთი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მომავალია.\n\nისევ ბუნდოვანია, დაამტკიცებენ თუ არა საერთოდ და რა ფორმით პროექტს, რომელზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ჯერ კიდევ თვეების წინ შეთანხმდა. ამჯერად სადავო ხდება ბარიერის დაწევის საკითხი და ის ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და შემცირებული ბარიერი მომდევნო არჩევნების დროს უნდა ამოქმედდეს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თემა მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ გააქტიურდა, სადაც ირაკლი კობახიძემ ბარიერის დაწევა და ზოგადად პროექტზე მსჯელობის გაგრძელება ხელისუფლების კეთილ ნებად და არა ვალდებულებად გამოაცხადა. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ პროექტის უცვლელად დამტკიცებისკენ მოუწოდებს, ხელისუფლებას დაბალი ბარიერის უპირატესობაზე მიუთითებენ საერთაშორისო პარტნიორებიც. \n\nეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\nმოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  \nგამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \nვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\nმისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\nდაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\nამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან