19 მაისს ბრიუსელში ხელი მოეწერება პროტოკოლს, ნატო-ში მონტენეგროს მიწვევის შესახებ

17.05.2016 00:31

ნატო- ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები 19 მაისს ბრიუსელში შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ პროტოკოლს ალიანსში მონტენეგროს მიწვევის შესახებ. ამის შესახებ საუბარია იმ პროგრამაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამის შემდეგ მონტენეგრო ოფიციალურად მიიღებს მიწვეული წევრის სტატუსს, რის შემდეგაც ქვეყნის წარმომადგენლებს უფლება ექნებათ ალიანსის მოკავშირეების შეხედრებს დაესწრონ დამკვირვებლის სტატუსით. ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი მონტენეგრო მაშინ გახდება, როდესაც ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფო დოკუმენტის რატიფიკაციას მოახდენს.

გაზიარება:
Paliani