\"National Geographic საქართველომ\" აშშ-ს გეოგრაფიული საზოგადოების 125-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად, პრეზენტაციების ციკლი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა აუდიტორიას ჟურნალის პრეზენტაცია წარუდგინა და აშშ-ს გეოგრაფიული საზოგადოების საქმიანობა გააცნო. ჟურნალი ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ოფიციალური გამოცემაა. მისი პირველი ნომერი 1888 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ჟურნალის მთავარი მისიაა, გაავრცელოს ცოდნა ჩვენი პლანეტის შესახებ. ჟურნალი 37 ენაზე გამოიცემა. ქართულენოვანი გამოცემის პირველი ნომერი 2012 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ჟურნალის წარმომადგენლობა თელავის შემდეგ საიუბილეო შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით გეგმავს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/10LuAMq
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/10LuAMq