გიორგი გახარია გადადგა
პოლიტიკური სპექტრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებით დაიწყო დღევანდელი დღე. თითქმის წელიწადნახევრიანი მმართველობის შემდეგ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. გადაწყვეტილების მიზეზი ნიკა მელიას საქმე გახდა. როგორც მისი განმარტებებიდან ირკვევა, გახარიას და „ქართული ოცნების“ გზები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საქმეზე მიღებული გუშინდელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხმა გაყო. დღევანდელ გამოსვლაში ექს-პრემიერმა ნიკა მელია 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტზე შტურმის ერთ-ერთ ორგანიზატორად მოიხსენია, თუმცა განმარტა მიზეზები, რის გამოც თუნდაც კანონიერი ღონისძიების ახლა აღსრულება მისთვის მიუღებელი იყო. საკუთარი პოზიცია მოგვიანებით გახარიამ „ტვიტერზეც“ განმარტა, თუმცა მისი არგუმენტები, ისევე როგორც დღევანდელი გადაწყვეტილება, გაუგებარია მმართველი პარტიისთვის. გადამდგარ პრემიერ-მინისტრს დღევანდელი ნაბიჯი მოუწონა ოპოზიციამ. ოპოზიციონერმა ლიდერებმა, რომლებიც წლების განმავლობაში გიორგი გახარიას მწვავედ აკრიტიკებდნენ, მისი მისამართით უკვე დღეს რიტორიკა მკვეთრად შეცვალეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გადადგა 18 02 21
მეცხრე ტალღა
გიორგი გახარია გაიქცა, მიხვდა, რომ მოხვდებოდა პოლიტიკურ სან...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა დატოვა - „ჩემს გუნდთან...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ვინ ვის გაუცრუა იმედი? - გადამდგარი პრემიერი „ქართული ოცნები...
TV IMEDI
მობილიქსი - გიორგი გახარია
TV IMEDI
მამუკა მდინარაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
გიორგი გახარია პრემინისტრის თანამდებობიდან გადადგა
Giorgi Gakharia • გიორგი გახარია
რატომ გადადგა პრემიერობიდან გიორგი გახარია ? ! #GeTube
GeTube