ეუთო-ს მისია შეხვედრებს მართავს


ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს მართავენ.
თბილისში ჩამოსული დელეგაციის წარმომადგენლები დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „გირჩს“ შეხვდნენ. შეხვედრები დახურულ ფორმატში ცალ-ცალკე იმართება. არსებული ინფორმაციით მხარეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო გარემო. თითოეულმა ოპოზიციურმა პარტიამ დამატებით განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა 12 რეკომენდაციის შესრულება, არჩევნებში მონაწილეთა უფლებები, ელექტრონული არჩევნები. ეუთო-ოდირის დელეგაცია შეხვედრებს ყველა საპარლამენტო პარტიასთან გეგმავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან