მდინარე ალაზანში 15 წლის მოზარდს მე-4 დღეა ეძებენ

24.06.2014 01:14

უკვე მე-4 დღეა, მდინარე ალაზანში გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ. სამძებრო სამუშოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. როგორც ტელეკომპანია „თანამგზავრს" კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ განუცხადა, სამძებრო ოპერაციაში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 20 ივნისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარული 15 წლის მოზარდი მეგობრებთან ერთად მდინარეზე იყო ჩასული. მან ცურვა არ იცოდა და წყალმა გაიტაცა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1nAustg

გაზიარება: