სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ფონზე.
ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა - მოსამართლე გიორგი არევაძე შუამდგომლობის განხილვას ხვალ დღის სამი საათიდან განაგრძობს. ტოქსიკოლოგი, დევით სმიტი და კლინიკა „ვივამედის“ ექიმი, თამარ აბაშიძე საათების განმავლობაში სწორედ ამ ადამიანებს უსმენდნენ დღევანდელ პროცესზე. უცხოელი ტოქსიკოლოგი ყოფილ პრეზიდენტს ციხეში მოწამლულად აცხადებს და ორგანიზმში აღმოჩენილი მომწამლავი ნივთიერებების შედეგად თავის ტვინის სერიოზულ დაზიანებებზე საუბრობს. თუმცა, ეს განცხადება არ ემთხვევა კლინიკა „ვივამედის“ ნევროლოგის დღევანდელ ჩვენებას, რომლის მიხედვით საავადმყოფოში ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევით სააკაშვილის ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის საშიში დოზით ტოქსიკური ნივთიერებები არ აღმოჩნდა. ენცეფალოპათია - ასეთია „ვივამედის“ ნევროლოგის მიერ დასმული დიაგნოზი, რომელსაც დამძიმების და დემენციაში გადასვლის რისკი აქვს. ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების არგუმენტით ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი სასამართლო პროცესების დაჩქარებას და დროულ გადაწყვეტილებას ითხოვს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.