მეშახტემ, ხვიჩა გაბუნიამ ბრიფინგი გამართა

12.12.2018 00:29

ტყიბულში, მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებში დასაქმებულები ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების დროულად აღდგენას ითხოვენ. ერთ-ერთმა მეშახტემ, ხვიჩა გაბუნიამ ქუთაისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ამ დრომდე გაურკვეველია, რა ბედი ელის შახტებს. გაბუნია ეჭვობს, რომ შესაძლოა, შახტები დაიხუროს. შესაბამისად, მიმართავს მთავრობას, რომ აღდგეს მუშაობა და ეტაპობრივად გაუმჯობესდეს უსაფრთხოების პირობები. მეშახტეები სახელმწიფოს ვადას პირველ იანვრამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: