მრგვალი მაგიდა -რაბათის კომპლექსი

04/05/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა რაბათის ციხის კომპლექსზე განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოების განხილვას.

მრგვალი მაგიდის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება ახალციხის რაბათის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ ამ კომპლექსურ, ეროვნული კატეგორიის მქონე ძეგლზე ჩატარებულ სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროცესების შედეგებს.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მოადგილეები, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი და ექსპერტები.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან