ტკივილის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია მენჯ-ბარძაყის სრული პროთეზირებით

12/09/2021
Medipol Healthcare Group-ის მიერ

თუქიენ ალთინგული, მასწავლებელი ყაზახეთიდან, რომელსაც სიარული უჭირდა და თეძოს თანდაყოლილი ამოვარდნილობის (დისპლაზია) და ერთი ფეხის 5 სმ სიმოკლის გამო, სიცოცხლეს ტკივილში ატარებდა, დაემშვიდობა ხელჯოხს და ტკივილს, ბარძაყის სრული პროთეზირების შემდეგ.

ოპერაციის ჩატარებისას პროფ. იბრაჰიმ აზბოიმ გაგვიზიარა ინფორმაცია თუქიენ ალთინგულის ავადმყოფობისა და მკურნალობის შესახებ:

„ჩვენს პაციენტს ჰქონდა თანდაყოლილი მენჯის დისპლაზია მარცხენა თეძოს არეში. ამოვარდნილობისა და სიმოკლეს გამო, მას 10 წლის განმავლობაში აწუხებდა მარცხენა ბარძაყის ტკივილი. თანდათან ტკივილებმა მოიმატა. გაუწონასწორებელი სიარულის გამო წარმოიშვა მარჯვენა მუხლისა და წელის ტკივილი. დიაგნოზის დასმის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მისი მარცხენა ფეხი 7 სმ-ით მოკლე იყო. პაციენტს ჩავუტარეთ ბარძაყის სრული პროთეზირების ოპერაცია და ფეხის სიმოკლე დიდ წილად მოვხსენით. პაციენტმა გაიარა ოპერაციის მომდევნო დღეს. ბარძაყის პროთეზირება ჩვენს პაციენტს კომფორტული, უმტკივნეულო და მოძრავი სახსრით უზრუნველყოფს, დაახლოებით, 25-დან 30 წლამდე პერიოდში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მენჯ-ბარძაყის პროთეზირება საუკუნის ყველაზე წარმატებული ოპერაციაა.
პროფ. იბრაჰიმ აზბოიმ თქვა, რომ ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია 4-დან 6 თვემდე გრძელდება: „ჩვენ ოპერაციის შემდეგ, დაუყოვნებლივ ფეხზე ადგომა-დაჯდომის და სიარულის ნებას ვრთავთ. ავტომობილის მართვა ორი თვის შემდეგ შეიძლება, ჩაჯდომა 6 თვის შემდეგ. თითქმის ყველა პაციენტზე ვიღებთ დამაკმაყოფილებელ შედეგებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მენჯ-ბარძაყის პროთეზირება საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ოპერაციად ცნო. რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ, პაციენტები მრავალი წლის განმავლობაში თავისუფლდებიან ტკივილისგან. ისინი უმტკივნეულოდ და კომფორტულად აგრძელებენ ყოველდღიურ საქმიანობას, სეირნობას, მუშაობას და სოციალურ აქტივობას“.

\"ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე\"
ყაზახი მასწავლებელი თუქიენ ალთინგული: \"თეძოს ამოვარდნილობა ბავშვობიდან მირთულებდა ცხოვრებას. ყოველი ნაბიჯი ზედმეტ ძალისხმევასა და ტკივილს იწვევდა. ცოტა ზედმეტი სიარულის შემდეგ, ღამით ტკივილებისგან ვერ ვიძინებდი. ცხოვრების სირთულეებს ორი ოცნებით გავუწიე წინააღმდეგობა. ასრულდა ჩემი ოცნება მასწავლებლობაზე, მაგრამ ჩემს ოცნებებს აღემატებოდა კლასში ხელჯოხის გარეშე შესვლა. ახლა განვაახლებ პედაგოგიურ კარიერას, რომელიც დაუმთავრებელი დავტოვე. მივიღებ მონაწილეობას სკოლის ეზოში, ჩემი მოსწავლეების თამაშებში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო წლებს ტკივილების და ხელჯოხის გარეშე გავატარებ.\"

პროფ. იბრაჰიმ აზბოი
ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის სპეციალისტი
მედიპოლი მეგა საუნივერსიტეტო საავადმყოფო

ინფორმაციისთვის და ჩასაწერად: [email protected]

#მენჯბარძაყისპროთეზი #სრულიპროთეზირება #მედიპოლი