GTA 5 RP | Otto Friedli RIP| აღწერა⬇️

04/10/2022
CH1BSON-ის მიერ

ვთამაშობდი ერთ-ერთ სერვერზე GTA 5 ერპეს, გავიცანი რამოდენიმე კარგი ადამიანი. სერვერის დახურვის შემდეგ დაგვრჩა ეს ვიდეო სამახსოვროდ, რომელიც გააკეთა მეგობარმა Otto Friedli_მ.
ორიგინალი მუსიკა ქოფირაითის გამო ვერ დავადევი, რომელიც ვიდეოს უფრო საინტერესოს ხდიდა. წაიკითხეთ აღწერა დაბლა, რომ შინაარსი კარგად გაიგოთ. თუ მოგეწონათ დაალაიქეთ.

Otto Friedli ბაიკერული სუბკულტურით შეპყრობილი პიროვნება გახლდათ. მოგზაურობდა უსასრულოდ, მთელი მსოფლიოს მაშტაბით.
თავს ბედნიერად მხოლოდ მაშინ გრძნობდა, როდესაც მოტოციკლეტით, უსასრულო გზას მიუყვებოდა. მოგზაურობის დროს ის აღმოჩნდა ჯორჯიას შტატში სადაც ბევრ უსიამოვნებას გადააწყდა. ქალაქის დათვალიერების შემდეგ მიხვდა რომ ამ შტატში გაჩერებას აზრი არ ქონდა. ბარგ-ასხმული ოტო ქალაქის ცენტრალურ კლინიკასთან, გამვლელს ქალაქიდან გასასვლელ გზას ეკითხებოდა, უეცრად მის თვალწინ 5-მა ბაიკერმა ჩაიარა, ოტო დაფიქრების გარეშე გაეკიდა ბიჭებს და თავი The Lost MC - ის მოტოკლუბში ამოყო. მან თავი მოიკატუნა და ბიჭებს მოტოციკლეტის შეკეთება თხოვა, ვინაიდან და რადგანაც სურდა კლუბს ახლოდან დაკვირვებოდა. კლუბის წევრებთან გასაუბრების შემდეგ მიხვდა, რომ მის ირგვლივ მასსავით ბაიკერული სუბკულტურით შეპყრობილი პიროვნებები იდგნენ. იგრძნო რომ მისი უსასრულო მოგზაურობა სწორედ აქ მთავრდებოდა. იპოვნა ოჯახი, რომელსაც ამდენი ხანი ეძებდა.

გაიჩინა უამრავი მეგობარი , არა მხოლოდ კლუბში არამედ მის გარეთაც. დაუღალავი შრომითა და თავდადებით პროსპექტის წოდებიდან, ვიცე პრეზიდენტის წოდებამდე მიაღწია. შეიძინა სახლი, ახალი მოტოციკლეტი, ორი მანქანა,მიუხედავად ფინანსურად ფეხზე წამოდგომისა ის მთელ დროსა და ენერგიას მაინც კლუბს უთმობდა. მისთვის პირადი ცხოვრება არ არსებობდა. არემონტებდა მოტოციკლეტებს, ზრუნავდა კლუბის ფონდზე, ასწავლიდა ახალბედებს, მოკლედ ცხოვრობდა მის ახალ დიდ ოჯახთან ერთად.
რა თქმა უნდა იყო რთული პერიოდებიც, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მისი ხელები ყოველდღიურად ტაოტში და სისხლში იყო ამოსვრილი , ის თავს მაინც ბედნიერად გრძნობდა.
[13:54]
დასაწყისი

კლუბი დღითი-დღე იზრდებოდა, ახალწვეულები ყოველდღიურად მოდიოდნენ. შტატმა შეამჩნია რომ კლუბი გაიზარდა რასაც ბევრი პრობლემა მოჰყვა...

ერთ-ერთი სისხლიანი გარჩევის დროს კლუბმა 2 წევრი, ოტომ კი ორი უახლოესი მეგობარი დაკარგა.გაბრაზებული იყო საკუთარ თავზე, მას არა-ერთხელ გადაურჩენია კლუბი სისხლისღრვრისგან, მაგრამ ამჯერად ვერ შეძლო.

დრო გადიოდა ოტო კი უფრო და უფრო იკარგებოდა საკუთარ თავში, ირგვლივ უამრავ უცხო ადამიანს ხედავდა, კლუბმა დაკარგა ყველა ის ღირსება რაც გააჩნდა, ყოველდღიურად ხედავდა თუ როგორ იშლებოდა ოჯახი რომლისთვისაც ამდენს შრომობდა, ის ბაიკერული სულისკვეთება რასაც ოტო თავისი კლუბის წევრებში ხედავდა, ახალბედებს საერთოდ არ გააჩნდათ. ამ ფაქტით დამძიმებული განაგრძობდა ცხოვრებას და ცდილობდა ეს პრობლემა მოეგვარებინა.მან კლუბის რიგებში მოღალატეებიც კი აღმოაჩინა და მათი სიკვდილი საკუთარ თავზე აიღო.

ზემოთხსენებული ფაქტით განადგურებული ოტო ფიქრობდა ყველაფრისთვის თავი დაენებებინა და ძველებურად ცხოვრება მოგზაურობაში გაეტრებინა.ფიქრში გადიოდა დღეები, კვირები, თვეები, მაგრამ უშედეგოდ. მან ძალიან კარგად იცოდა რომ კლუბის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ ექნობდა, ამის აღიარება კი ძალიან უჭირდა.

2020 წლის 22 სექტემბერის დილა სრულიად განსხვავებულად გათენდა. უამრავი ფიქრის შემდეგ ოტომ საკუთარი გზა იპოვა. როგორც ყოველთვის დილით ადრიანად ადგა,მიუხედავად იმისა რომ მას კლუბში მისვლა აღარ უხაროდა, გაახურა მოტოციკლეტის ძრავი და სახლიდან კლუბისკენ დაიძრა. მთლიანი დღე გაატარა სწორედ იმ ერთეულ მეგობრებთან ერთად, ვისთანაც ამხელა გზა გამოიარა.

ოტოს უნდოდა წასულიყო ისე რომ მისი ოჯახის წევრებისთვის მნიშვნელოვანი მესიჯი დაეტოვებინა. მას ვერავინ შეატყო თუ რას აპირებდა.
[13:55]
დასასრული

მოსაღამოვდა.
უეცრად ოტომ ის კლუბის წევრები მოიწვია მაგიდასთან ვისაც ენდობოდა, გაუზიარა თავისი გულის ტკივილი და თავისი გადაწყვეტილება გაუმხილა. ახალი ამბით გაოგნებული ბიჭები ცდილობდნენ აზრი შეეცვალათ მისთვის მაგრამ ამაოდ.. ოტოს ერთადერთი სურვილი ქონდა, საბოლოო გზაზე გაეცილებინათ, იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ამხელა გზა გამოიარა.

უკანასკნელი რაიდის დროს ის თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობდა. ის ისევ გზაზე იდგა მისთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად და ისევ ცვითავდა \"ასფალტს\", გრუხუნით ჩაიარეს ქალაქი და მივიდნენ იმ ადგილას სადაც ოტოს სიცოცხლის დამთავრება სურდა. ეს იყო ადგილი სადაც ყველაფერი დაიწყო ადგილი სადაც პირველად პროსპექტის წოდების მქონე ოტომ საკუთარ თავს შეჰფიცა რომ თავის ცხოვრებას კლუბს მიუძღვნიდა.

ოტომ ტატექსას თხოვა რომ საჭეზე ხელების დაბმაში დახმარებოდა. ტატექსამა უკანასკნელი თხოვნა აუსრულა მეგობარს და ხელები მჭიდროდ დაუმაგრა საჭეზე.
გაღიმებულმა ბაიკერმა გახედა თავის მეგობრებს და გაზის გახსნამდე ბოლო სიტყვები დაუტოვა : “Bye bye suckers, see you in Heaven”.


დამწუხრებული მეგობრები იდგნენ და უყურებდნენ გაღიმებულ ოტოს ,რომელიც სიკვდილს ბედნიერი ეგებებოდა.


მისი ცხედარი მეგობრებმა წყილდან ამოიყვანეს. ვინაიდან და რადგანაც ოტოს არ სურდა საზოგადოებას გაეგო მისი გადაწყვეტილების შესახებ, დაკრძალვამ ფარულად ჩაიარა. მოტოციკლეტი კი რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა, სამუდამო დაილექა ფსკერზე.


შედეგი
1. Otto Friedli- ს ცხედარი დამარხულია სასაფლაოზე.
2. მოტოციკლეტი აგდია ფსკერზე.
3. ქონება დაუტოვა მეგობრებს.
#GTA5#RP

ვიდეოები „CH1BSON"-ისგან