საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების" ოფისთან


არასაპარლამენტო ოპოზიციის - „კახა კუკავა-ფიქრია ჩიხრაძე\" და „ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის\" წარმომადგენლები დღეს თელავში, „ქართული ოცნების\" ოფისთან შეიკრიბნენ და „არასაპარლამენტო ოპოზიციის\" თელავის მერობის კანდიდატზე მომხდარი ძალადობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა „ქართულ ოცნებას\" ძალადობის მათთან ერთად გაპროტესტება სთხოვეს. არასაპარლამენტო ოპოზიციის პარტიის ოფისთან მისვლას აქციის მონაწილეებსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის მცირე შელაპარაკება მოჰყვა. როგორც „ქართულ ოცნებაში\" განაცხადეს, მათ ოფისთან აქციის გამართვა გაუგებარია.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1kF81pL

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან