ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სხდომა განახლდება


ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სხდომა განახლდება ერთ საათში. პროცესზე საქმის მთავარი მოწმე მ.კ. დაიკითხება. შეკითხვებს მისი ძმაც უპასუხოებს. ინფორმაციას ერთ-ერთი მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ადასტურებს.

შეგახსენებთ, მ.კ. სწორედ ის მოზარდია, რომლის პასუხისგებაში მიცემასაც დროებით საგამოძიებო კომისიაში შემავალი ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ.  დეპუტატების თქმით, მოზარდი პასუხისგებაში უნდა მიეცათ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის თანამონაწილეობის ბრალდებით. მ.კ.-ს ხელახლა დაკითხვას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ამ საქმეზე მეორე ინსტანციაში დავობს როგორც პროკურატურა, ასევე დაცვის მხარე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან