ცვლილებები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში


ცვლილებები იგეგმება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში. უქმდება არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს პერსონალური დაცვა თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება.

ცვლილებების  მიხედვით, პრეზიდენტს, ასევე, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური დაცვა სავალდებულო წესით უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდებათ.

ამასთან, მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილებით დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება გაუგრძელდეთ მათ პერსონალური დაცვა აღნიშნული ერთი წლის გასვლის შემდეგ.

კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა და ის განსახილველად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან