გაერო-ს ქალთა კომიტეტის გადაწყვეტილება


ხანუმ ჯეირანოვას გარდაცვალების საქმეზე, გაერო-ს ქალთა კომიტეტი სახელმწიფოს რეკომენდაციებით მიმართავს. უწყება სახელმწიფოს მხრიდან, ჯეირანოვის ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდას და მისი შვილებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ მედიასთან განცხადება კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ გააკეთა. საქმე 2014 წელს, ხანუმ ჯეირანოვას გადაცვლების ფაქტს ეხება. საგარეჯოს რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ხანუმ ჯეირანოვას ქმრის ღალატის ბრალდებით, ახლობლები დაუპირისპირდნენ, რის გამოც, მას ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ. ამ ფაქტიდან ცოტა ხანში, ჯეირანოვა გარდაცვლილი იპოვეს. ამ საქმის შესწავლის მოთხოვნით, გაერო-ს ქალთა კომიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან