გელა სამხარაული ნიკა ვარდოშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს


სიცრუე და დეზინფორმაცია - ასე ეხმაურება თელავის მაჟორიტარი დეპუტატი \"ახალი მემარჯვენეების\" თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნიკა ვარდოშვილის განცხადებებს. გელა სამხარაულის თქმით, ვარდოშვილი ტყუის, როდესაც ნეპოტიზმზე საუბრობს და ამის მაგალითად თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მისი ცოლისძმის არჩილ თხლაშიძის არჩევას ასახელებს. დეპუტატი განმარტავს, რომ არჩილ თხლაშიძე ჯერ კიდევ საკრებულოში 2010 წელს იყო და საკრებულოს მოადგილის თანამდებობა უფრო ადრე ეკუთვნოდა. შეგახსენებთ, რომ ნიკა ვარდოშვილი, თელავის მაჟორიტარ დეპუტატს ნეპოტიზმში და წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1pCKhRo

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან