2013,07,17 CG Georgia-ს წევრების პირველი ყრილობა

19.07.2013 01:31:56

ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ასოციაცია "CG Georgia". წევრთა პირველი ყრილობის ამსახველი ვიდეომასალა. ყრილობა ჩატარდა ქ.თბილისში, ალ. ჭავჭავაძის 10ა-ში მდებარე მულტიმედია განათლების ცენტრში (https://www.facebook.com/irexMEC) ყრილობაზე ჩატარდა ასოციაციის სტრუქტურის პრეზენტაცია. განვიხილეთ სამომავლო გეგმები, კომპიუტერული გრაფიკის სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; დავსახეთ სამომავლო მიზნები. დიდი მადლობა მულტიმედია განათლების ცენტრს და ყველა წევრს, ვინც ყრილობას დაესწრო და დისკუსიებში მონაწილეობდა.

გაზიარება: