დავით გარეჯის საქმე

13.10.2020 08:46

ფართოვდება იმ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების სია, რომლებსაც საზღვრების გახმაურებულ საქმეზე კითხავენ. გამოძიებისთვის სადავო შეთანხმება 2006-2007 წლების პერიოდს ეხება, შესაბამისად პროკურატურას კითხვები ამ პერიოდის ჩინოვნიკების მიმართაც აქვთ. მათ შორისაა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე, რომელიც 14 წლის წინ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დამდგენ სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობდა, ასევე ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ამბობს, რომ 1938 წლის რუკის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. რომელი წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელა სამთავრობო კომისიას - 82 წლის წინანდელი და ერთი 200 000-იანი მასშტაბის რუკით, თუ ამავე წლის, მაგრამ ერთი 500 000-იანი მასშტაბის და 70-80-იანი წლების რუკებით, რომლებსაც დაკავებული ექსპერტ-კარტოგრაფები დაეყრდნენ. 1938 წლის რუკის ახლადმოპოვებული დედანი, რომელიც გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა, შვიდმა ექსპერტმა შეისწავლა. ერთ-ერთ მათგანს დღეს ხათუნა გაგნიძე ესაუბრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: