„წიგნები პატიმრებს\"- პროექტის ფარგლებში შეგროვილი ლიტერატურა თელავში მოქმედმა საინიციატივო ჯგუფმა სასჯელაღსრულების სამინისტროს დღეს გაუგზავნა. უწყების გადაწყვეტილებით, წიგნები ერთ-ერთი საპყრობილის ბიბლიოთეკას გადაეცემა. 500 წიგნი პენიტენციალურ სისტემას საჩუქრად თელავის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამაც გადასცა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „მედია კაფესა\" და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" 1000-ზე მეტი წიგნი შეგროვდა. წიგნების ტრანსპორტირება თელავის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. თელავის საინიციატივო ჯგუფმა პატიმრებისთვის წიგნების შეგროვება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ქართული ლიტერატურის სიმცირის გამო გადაწყვიტა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/ZleFaX
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/ZleFaX