„ქართული ოცნების“ განცხადება - აქცია 29 აპრილს

22.04.2024 04:29

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ შეკრებას 29 აპრილს აანონსებს. განცხადებაში ვკითხულობთ: ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს გაიმართება საყოველთაო სახალხო შეკრება პარლამენტთან. პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9 500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძისა და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას შეცდომაში ვერ შეიყვან. მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან, ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას. ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები – მამული, ენა და სარწმუნოება. ერთად ვუთხრათ არა შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი – გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“, – აღნიშნულია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კახა კალაძის განცხადება
04:36

კახა კალაძის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ ლიდერების გამოხმაურება
02:11

„ქართული ოცნების“ ლიდერების გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - გამოხმაურება
01:21

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - პრემიერ-მინისტრის განცხადება
11:41

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - პრემიერ-მინისტრის გან...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

განცხადება „ქართულ ოცნებაში“
00:53

განცხადება „ქართულ ოცნებაში“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - კახა კუჭავას განცხადება
07:20

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - კახა კუჭავას განცხადე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - ირაკლი კობახიძის განცხადება
03:32

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - ირაკლი კობახიძის განც...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - თეა წულუკიანის განცხადება
09:24

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - თეა წულუკიანის განცხა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო