ინფორმაცია გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე, კიევიდან მივიღეთ – ირაკლი კობახიძე

04.06.2021 04:37

"ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “ღამის კურიერში” სტუმრობისას, გიორგი გახარიას გადადგომამდე განვითარებულ მოვლენებზე და “ნაციონალური მოძრაობის” გეგმებთან დაკავშირებთ კიევიდან მიღებულ ინფორმაციაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინფორმაცია მმართველი გუნდის წევრებმა კიევიდან, კოლეგებისგან 17 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე მიიღეს, თუმცა მას არ გაანდეს. “ნაციონალურ მოძრაობას” გეგმის სისრულეში მოყვანისთვის, რომელიც ხელისუფლების აყირავებას ისახავდა მიზნად და ასევე, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარფიდან საქართველოში შემოსვლას, 2 დღე სჭირდებოდათ. 18 თებერვალს უკვე, ვერ დაკავების საბაბით ისინი აცხადებდნენ ე.წ. ალტერნატიულ მთავრობას თავისი ე.წ. ძალოვანი მინისტრებით, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან, ჰქონდათ მათ გამზადებული სცენარი, ჰყავდათ ადამიანები შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიული მთავრობის და ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე. მე არ ვიცი პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ეს ცნობილი იყო თუ არა, მაგრამ დასკვნები შეგიძლიათ თვითონ გამოიტანოთ. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან და გიორგი გახარიას, არ გავანდეთ გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ეჭვი გაჩნდა. ეჭვი გამოიწვია ამ თანხვედრამ, იქიდან ამბობენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებას და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გაუგებარი მოტივით 2-3 დღით ოპერაციის გადადებას. ეს იმიტაცია ხდება ძალოვან სტრუქტურებში, აქედან იქით გადადიან თანამშრომლები და ა.შ. ალტერნატიული მთავრობის დაქვემდებარებაში ძალოვან სტრუქტურებში გადადიან რეალური ძალოვნები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი. ეს უნდა მომხდარიყო 18-19 თებერვალს. ჩვენთვის ამ ძალოვანების ვინაობა არ არის ცნობილი, გეგმის ნაწილი რომ იყო ეს არის ცნობილი, რაოდენობებზე იყო საუბარი, თუმცა გვარები ჩვენ არ ვიცით. შემდეგი გეგმის ნაწილი იყო ის, რომ 19 თებერვლისთვის სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან საქართველოში. რაღაც უკრაინული სცენარი, რაც ჰქონდა თავის დროზე გათამაშებული სააკაშვილს, ხვდებიან აქტივისტები, შემოდის. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამას შეძლებდნენ ისინი და ააყირავებდნენ მართლა ხელისუფლებას. ჩვენ რა თქმა უნდა გვექნებოდა რეაგირება, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფერს თუ ავიღებთ ერთად, ბუნებრივია რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა ეს ყველაფერი მმართველ პარტიას, მითუმეტეს იმ ფონზე თუ 19 თებერვალს სააკაშვილის ამ მცდელობასთან და შემოსვლასთან ერთად პრემიერი დამატებით გადადგებოდა. საკმაოდ სახიფათო ჯაჭვი იქმნება მმართველი პარტიისთვის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შემოგვიერთდით ტელეგრამის არხზე: https://t.me/multimediageorgia მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 ჩვენი ვებ გვერდი: MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ბრიფინგი პარტიაში „საქართველოსთვის“
02:54

ბრიფინგი პარტიაში „საქართველოსთვის“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბრიფინგი პარტიაში „საქართველოსთვის“
04:06

ბრიფინგი პარტიაში „საქართველოსთვის“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა
02:23

თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

გიორგი გახარიას განცხადება
01:47

გიორგი გახარიას განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიტიკური შეფასებები გიორგი გახარიას გადაწყვეტილებაზე
05:31

პოლიტიკური შეფასებები გიორგი გახარიას გადაწყვეტილებაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი გახარიას გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები
05:04

გიორგი გახარიას გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი გახარიას შეხვედრა ახალგაზრდულ სივრცეში
34:37

გიორგი გახარიას შეხვედრა ახალგაზრდულ სივრცეში

Giorgi Gakharia

ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება თითოეული თქვენგანის კისერზე იქნება - გახარიას პარტია
03:13

ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება თითოეული თქვენგან...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო