ახალი პარტიის დაფუძნება


„ევროპელი სოციალისტები“ - ამ სახელწოდებით გაერთიანდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ ის წარმომადგენლები, რომელებმაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია დაამტკიცეს. ასევე, დაფუძნდა პოლიტიკური საბჭო ცხრა კაცის შემადგენლობით. მიიღეს პარტიის წესდებაც, რომელიც მხარდამჭერებს ფრიდონ ინჯიამ გააცნო.

„ევროპელი სოციალისტები“ ერთ-ერთ მთავარ ამოცანად უმუშევრობის შემცირებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასახელებენ. პარტიის ოთხი წევრი, რომელთაც დეპუტატის მანდატი უკვე მიღებული აქვთ, ამბობენ რომ ხელისუფლებას მწვავე ოპონირებას გაუწევენ. ამასთან, აცხადებენ, რომ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან