ვითარება უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევები გრძელდება. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში უკვე 3800 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს, რომელიც დაახლოებით 300 დასახლებულ პუნქტს მოიცავს. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან არიან. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი კრემენნაია დატოვეს, რომელსაც აპრილიდან აკონტროლებდნენ. გავრცელებული ცნობით, რუსეთი დაკავებული და უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს. ბრძოლის ველზე განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად, რუსეთი სარაკეტო დარტყმებს არ წყვეტს. ინტენსიურად იბომბება ხარკოვის, სუმის და ხერსონის ოლქები. გრძელდება დონეცკის ოლქის დაბომბვაც. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსები იარაღის და ცოცხალი ძალის თვალსაზრისით უპირატესობას ფლობენ, უკრაინელები კი რუსებს ინტელექტუალურად სჯობნიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
Civil Press
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV IMEDI
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster