"უკანონობის დაკანონება ეს დიდი ცოდვაა" - პატრიარქი ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ

03/02/2021
ზნეობა Zneoba-ის მიერ

\"ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ.

საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ არასდროს არავის არ ჩაგრავდნენ. საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველა ხედავდა, ყველა გრძნობდა თავისუფლად თავის თავს, მაგრამ არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება. როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო, უკანონობის დაკანონება ეს დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და ის იქნებოდა საოცარი, რომ არ მეთქვა. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა, არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს. და მე მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი და მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანნი ჩვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს.\"

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

2014 წელი

https://zneoba.ge/

ვიდეოები „ზნეობა Zneoba"-ისგან